
„მარნეულის კვალდაკვალ“ — ასე ერქვა პრეზენტაციების ციკლს, რომელიც ჩვენმა სტუდენტებმა ქართული ენის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს და რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მსმენელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ჩვენმა ძალიან ყოჩაღმა სტუდენტებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციები წარადგინეს. სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციებში მათ გააცოცხლეს მარნეულის მრავალსაუკუნოვანი წარსული, ისაუბრეს მის უნიკალურ კულტურაზე, ტრადიციებსა და იმ თანამედროვე რიტმზე, რომელიც ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
ქართული ენის პროფესიული მასწავლებელის სალომე ენუქიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა რეგიონის საინტერესო ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა შემოგვთავაზეს. გარდა ამისა, პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათი სახელმწიფო ენის ფლობის მაღალი დონე და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარები. აკადემია ამაყობს ასეთი სტუდენტებით და პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებით დავაჯილდოვეთ!