დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 26

გეოგლობალ აკადემიის აღმზრდელის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პროფესიული სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია დაიგეგმა და ჩატარდა მოდულის "მუსიკა და მოძრაობა" ფარგლებში.

პროფესიული სტუდენტები თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს "კონკია" ჯ.როსინის ოპერის მიხედვით, რომელიც 3 წლიდან მაყურებელზეა გათვლილი. 

პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ საოპერო სპექტაკლების ადაპტირებული ვერსიების ავტორს, გური ზაქარეიშვილს, რომელმაც მათ ესაუბრა კლასიკური მუსიკის ზეგავლენასა და მის სარგებლობაზე ბავშვობის ასაკში.

მოდულის მასწავლებელმა, რუსუდან თაყაიშვილმა, პროფესიულ სტუდენტებთან ადგილზე ჩაატარა მუსიკალურ-შემოქმედებითი აქტივობა.

შემდეგი ნაწილი ჩატარდა ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმში, სადაც საინტერესო ექსპოზიციის დათვალიერების, ვიდეომასალის ნახვის შემდეგ, ექსკურსიამძღოლმა ეთნომუსიკოლოგმა ქეთევან ბაიაშვილმა პროფესიულს სტუდენტებს შეასწავლა სამხმიანი საწესო სიმღერა.

P.S. გეოგლობალ აკადემია ყოველთვის უჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს და უზრუნველყოფს მათ ფინანსურ მხარდაჭერას.