"გეოგლობალ აკადემიის" ქართული ენის უფასო სასერტიფიკატო კურსის მსმენელებისთვის სპეციალური შემეცნებით-გასართობი ექსკურსია მოეწყო.
სასწავლო ტურის ფარგლებში, სტუდენტები ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დეტალურად გაეცნენ მის მდიდარ, საუკუნოვავან ისტორიას და დაათვალიერეს უნივერსიტეტის უდიდესი, უნიკალური წიგნსაცავით გამორჩეული ბიბლიოთეკა. ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამებისა და სამომავლო აკადემიური შესაძლებლობების შესახებ.
დღის მეორე ნახევარი კი სრულად არაფორმალურ და მეგობრულ გარემოს დაეთმო — სტუდენტებმა კუს ტბაზე გადაინაცვლეს, სადაც მათთვის სახალისო, გუნდური აქტივობები და პიკნიკი მოეწყო.
„გეოგლობალ აკადემია“ მუდმივად ზრუნავს სტუდენტების როგორც მაღალი დონის განათლებაზე, ისე მათ სოციალიზაციასა და მოტივაციის ამაღლებაზე. შეგახსენებთ, რომ აკადემია სრულად აფინანსებს როგორც ქართული ენის სასერტიფიკატო კურსს, ისე სტუდენტებისთვის მსგავსი აქტივობების სატრანსპორტო ხარჯებს.
