დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 21

დღეს „გეოგლობალ აკადემიამ“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებსა და ადმინისტრაციასთან.

შეხვედრის მთავარ თემას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, დასაქმების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. ომბუდსმენის აპარატის წევრები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მექანიზმებსა და ბაზრის ძირითად ტენდენციებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ინტეგრაციასა და დასაქმების კუთხით არსებულ საჭიროებებს.