პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი დაიწყო
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1

ყურადღება! მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის!
„მარნეულის კვალდაკვალ“ — პრეზენტაცია გეოგლობალ აკადემიის სტუდენტებისგან
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1

„მარნეულის კვალდაკვალ“ — ასე ერქვა პრეზენტაციების ციკლს, რომელიც ჩვენმა სტუდენტებმა ქართული ენის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს და რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მსმენელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ჩვენმა ძალიან ყოჩაღმა სტუდენტებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციები წარადგინეს. სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციებში მათ გააცოცხლეს მარნეულის მრავალსაუკუნოვანი წარსული, ისაუბრეს მის უნიკალურ კულტურაზე, ტრადიციებსა და იმ თანამედროვე რიტმზე, რომელიც ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები "გეოგლობალ აკადემიას" ესტუმრნენ
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 28

დღეს "გეოგლობალ აკადემიამ" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებსა და ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის მთავარ თემას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, დასაქმების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. ომბუდსმენის აპარატის წევრები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მექანიზმებსა და ბაზრის ძირითად ტენდენციებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ინტეგრაციასა და დასაქმების კუთხით არსებულ საჭიროებებს.

აპლიკანტების საყურადღებოდ: მოტივაციური გასაუბრების შედეგების გასაჩივრების ვადები და პროცედურა
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 52

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის!
„გეოგლობალ აკადემიაში“ იწყება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე — „საფინანსო სერვისები“ და „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“ — ჩატარებული მოტივაციური გასაუბრების შედეგების გასაჩივრების ეტაპი.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვადებსა და პროცედურას:
გასაჩივრების ვადები: 2026 წლის 17 და 18 ივნისი.
წარდგენის წესი: აპლიკანტმა წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს შპს „გეოგლობალ აკადემიაში“, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80.
სასწავლო ადგილები პროგრამების მიხედვით:
„საფინანსო სერვისები“ — ქ. ბოლნისი / ქ. მარნეული
„ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“ — ქ. მარნეული
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით: 500-50-77-50
აპლიკანტების საყურადღებოდ
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 113

გეოგლობალ აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს გაცნობებთ მოტივაციური გასაუბრებების განრიგს.