
დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გეოგლობალ აკადემიაში 14 თებერვალს გეოგლობალ აკადემიაში გაიმართა აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება.
კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა გეოგლობალ აკადემიის დირექტორმა, ბატონმა გიორგი კვარაცხელიამ. მან ხაზი გაუსვა აღმზრდელის პროფესიის მნიშვნელობას და კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა აღმზრდელის პროგრამის ხელმძღვანელმა, ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების“ დირექტორმა, ქალბატონმა ლელა გოგმაჩაძემ.
მან კურსდამთავრებულებს პასუხისმგებლობითა და სიყვარულით სავსე პროფესიულ გზაზე წარმატებული წინსვლა და უწყვეტი განვითარება უსურვა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პროგრამის ლექტორი, ქალბატონი ქეთევან ცინცაძეც, რომელმაც მადლობა გადაუხადა კურსდამთავრებულებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიება თბილ და საზეიმო გარემოში წარიმართა და დასასრულს სიმბოლურად ტორტის გაჭრით აღინიშნა.