
2026 წლის შემოდგომის მიღება — მოტივაციური გასაუბრებების განრიგი
ინფორმაცია აპლიკანტთა საყურადღებოდ — 2026 წლის შემოდგომის მიღების მოტივაციური გასაუბრებები
შპს „გეოგლობალ აკადემია“ აცხადებს 2026 წლის შემოდგომის მიღების მოტივაციური გასაუბრებების განრიგს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: „საფინანსო სერვისები“ და „ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა“.
ჩატარების ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული), შპს „გეოგლობალ აკადემიის“ შენობა.
გასაუბრებების განრიგი პროგრამების მიხედვით
1. პროფესიული პროგრამა — „საფინანსო სერვისები“ (სწავლების ადგილი: ქ. ბოლნისი / ქ. მარნეული)
- 19 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
- 20 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე
- 21 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
- 22 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 12:45 სთ-მდე
2. პროფესიული პროგრამა — „ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ (სწავლების ადგილი: ქ. მარნეული
- 19 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
- 20 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოუცხადებელი აპლიკანტებისთვის
იმ აპლიკანტებმა, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდებიან განსაზღვრულ დროსა და თარიღში, განმეორებით გასაუბრებაზე დაშვების მიზნით უნდა წარადგინონ განცხადება შესაბამისი მიზეზის მითითებით არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
- განმეორებითი გასაუბრების თარიღი: 2026 წლის 28 ოქტომბერი
- დრო: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
- ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აკადემიის ადმინისტრაციას: 500 50 77 50