поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     academygeoglobal@gmail.com

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 2026 წლის საშემოდგომო მიღების აპლიკანტებისთვის! ????
შპს „გეოგლობალ აკადემია“ აცხადებს დოკუმენტაციის მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად:
???? მე-3 დონის (საბაზო) პროგრამები: საფინანსო სერვისები; ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
???? მე-5 დონის (უმაღლესი) პროგრამები: საექთნო საქმე; ფარმაცია (სააფთიაქო); აღმზრდელი; საბაჟო საქმე; ვეტერინარია.
მნიშვნელოვანი ვადები:
განცხადებისა და დოკუმენტების წარმოდგენა: 2026 წლის 16 ნოემბრიდან – 26 ნოემბრის ჩათვლით.
ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა: 2026 წლის 27 ნოემბერი.
ხელშეკრულების გაფორმება: 2026 წლის 27 და 30 ნოემბერი.

???? წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. არასრულწლოვანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის / კანონიერი წარმომადგენლობის / მხარდამჭერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ორი ფოტოსურათი (ზომა 3x4);
4. საბაზო ან სრული ზოგადი განათლების (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის) დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი *(შენიშვნა: დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განათლების საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);
5. წვევამდელი აპლიკანტის შემთხვევაში – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
6. უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
8. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის ან დამატებითი დაცვის ქონის დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

???? წარმოდგენის ფორმა და მისამართი:
დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ მატერიალური ფორმით, აკადემიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. №80.

⚠️ გთხოვთ გაითვალისწინოთ: მითითებულ ვადებში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა წარმოადგენს ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.
???? დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 500 50 77 50